ნაბაკევის ადმინისტრაციულ ერთეულში ახალი საბავშვო ბაგა-ბაღი შენდება
სამტრედიაში, ნაბაკევის ადმინისტრაციულ ერთეულში, ახალი საბავშვო ბაგა-ბაღი შენდება.
ბაგა-ბაღის მშენებლობა მუნიციპალური ფონდის დაფინანსებით ხორციელდება და მას ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს “ბილდინგ ჰაუს” ასრულებს.
თანამედროვე სტანდარტების ბაგა-ბაღი 50 აღსაზრდელზე იქნება გათვლილი.