ლეჩხუმს კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე 5  ძეგლი შეემატა 

ლეჩხუმს კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე 5  ძეგლი შეემატა.

ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის ხელმძღვანელის განცხადებით, ძალიან სასიამოვნო ფაქტია, რომ ლეჩხუმში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე ობიექტების რაოდენობა გაიზარდა.

“საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს, 2019 წლის 21 ნოემბრის ბრძანებით, კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა ცაგერის მუნიციპალიტეტის ზუბის(თაკვერის) ციხეს, უწვაშის ციხეს, (სოფ. ლახეფა), ქორენიშის კოშკს, ხვამლის ციხე-ქაბულს და ნამანევის წმ. იოანე ნათლისმცემლის თავისკვეთის სახელობის ეკლესიას(სოფ. ჩქუმი). მინდა, ლეჩხუმელებს მივულოცო ეს სასიამოვნო ამბავი წინასაახალწლოდ”,- განუცხადა “რეგიონულ კვირას” გიორგი კვირიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები