ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი: რუსეთი საქართველოში საწვავის უმსხვილესი იმპორტიორია

2019 წლის იანვარ-ნოემბრიში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტმა საქართველოში 992,6 ათასი ტონა შეადგინა, რაც 1,6 ათასი ტონით ანუ 0,2%-ით მეტია 2018 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით.

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის მონაცემებით, 2019 წლის 11 თვის განმავლობაში თვეში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა რუსეთიდან – 297,6 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 30,0%-ს შეადგენს. შემდეგ მოდიან: რუმინეთი – 276,6 ათასი ტონა (27,9%), აზერბაიჯანი – 145,7 ათასი ტონა (14,7%), თურქმენეთი – 111,1 ათასი ტონა (11,2%); ბულგარეთი – 85,5 ათასი ტონა (8,6%), საბერძნეთი – 55,3 ათასი ტონა (5,6%), თურქეთი – 19,3 ათასი ტონა (1,9%) .
საწვავის კატეგორიების მიხედვით 2019 წლის იანვარ-ნოემბრის თვეებში ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა: A-91 რეგულარი მარკის ბენზინი – 328,6 ათასი ტონა ანუ 65,5%; A-95 პრემიუმი მარკის ბენზინი – 163,6 ათასი ტონა ანუ 32,6%, A-98 სუპერი მარკის ბენზინი – 9,7 ათასი ტონა ანუ 1,9%.
მიმდინარე წლის იანვარ-ნოემბრში ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა 501,9 ათასი ტონა (მატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 3,8 ათასი ტონით ანუ 0,8%-ით), ხოლო დიზელის საწვავის იმპორტმა – 490,7 ათასი ტონა (კლება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 2,2 ათასი ტონით ანუ 0,4%-ით)

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები