სოფელ ნატანებში გარდაცვლილი მამაკაცი იპოვეს
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატანებში, საავტომობილო გზასთან ახლოს შუახნის მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს. წინასწარი ინფორმაციით, გარდაცვალების მიზეზი, სავარაუდოდ, გულის შეტევაა.
როგორც „რეგიონულ კვირას“ შსს-ში განუცხადეს, ცხედარს ექსპერტიზა უტარდება, რის შემდეგაც გარდაცვალების ზუსტი მიზეზი გახდება ცნობილი.
უწყების ცნობით, გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.