ირაკლი პეტრიაშვილი საერთაშორისო პროფკავშირების პანევროპული რეგიონული საბჭოს პრეზიდენტად აირჩიეს

ირაკლი პეტრიაშვილი საერთაშორისო პროფკავშირების პანევროპული რეგიონული საბჭოს პრეზიდენტად აირჩიეს. ბრიუსელში, პანევროპული რეგიონალური საბჭოს მეოთხე გენერალურ ასამბლეაში ასამდე დელეგატი მონაწილეობდა 45 ქვეყნიდან. პეტრიაშვილს მხარი დელეგატთა სრულმა უმრავლესობამ დაუჭირა.

ირაკლი პეტრიაშვილი აღნიშნულ თანამდებობაზე უკვე მორედ 4 წლის ვადით აირჩიეს.

ასამბლეა ირაკლი პეტრიაშვილმა – ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდამჭერი სიტყვებით გახსნა და ტყვეობაში მყოფ ექიმს მაღალი საერთაშორისო ტრიბუნიდან სრული სოლიდარობა გამოუცხადა.

იმ ორგანიზაციის პრეზიდენტად არჩევით, რომელსაც მჭიდრო სოციალური პარტნიორული ურთიერთობა აკავშირებს ევროსაბჭოსთან და ევროკომისიასთან, საქართველოს პროფკავშირების ლიდერს, პრაქტიკულად უპრეცენდენტო ნდობა გამოუცხადეს და უმაღლესი რანგის პროფკავშირულ თანამდეობობაზე მუშაობის მანდატი უკვე მეორედ მიანიჭეს.

პეტრიაშვილი ევროპის პროფკავშირების ლიდერად ავსტრიის, ბელგიის, შვეიცარიის, საფრანგეთის, ლატვიის და ინგლისის პროფკავშირების წარდგინებით აირჩიეს.

საერთაშორისო პროფკავშირების ამ მასშტაბის მხარდაჭერა, პატარა ქვეყნის პროფკავშირების და მისი ლიდერის დიდი აღიარებაა და მიანიშნებს იმაზე, რომ საქართველოს პროფკავშირების საქმიანობა სწორ კურსს ადგას და ევროპული თარგისა ღირებულებების ორგანიზაციაა.

დღეს საერთაშორისო პროფკავშირების პან ევროპული რეგიონული საბჭოს 2020-2024 წლების პოლიტიკაც განსაზღვრეს და სამოქმედო გეგმა დაამტკიცეს.

მომდევნო წლების პრიორიტეტულ საკითხებს შორის მიგრაცია, შრომის მომავალი, სახელფასო პოლიტიკა, უსაფრთხო შრომა და გენდერულ თანასწორობასთან დაკავშირებული მიმართულებებია.

პროფკავშირების კონფედერაციის პანევროპული ორგანიზაცია ევროპის კონტინენტის ყველა ქვეყნის ძლიერ პროფესიულ კავშირს აერთიანებს, მათ შორის, პროფკავშირებს ევროკავშირის წევრი და არაწევრი ქვეყნებიდან და მილიონობით დასაქმებულის ინტერესების შესაბამისად მოქმედებს – ორგანიზაციაში 64 მილიონი წევრი და 39 სხვადასხვა ქვეყანაში მოქმედი პროფკავშირია გაერთიანებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები