არჩილ თალაკვაძე: გიგა ბოკერიას პროკურატურაში დაბარებას არავითარ პოლიტიკურ მოტივაციას არ დავუკავშირებდი
პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის გიგა ბოკერიას პროკურატურაში დაბარებას პოლიტიკურ მოტივს არ უკავშირებს.
მისი თქმით, თუკი ვინმეს მიმართ კითხვები არსებობს, არ აქვს მნიშვნელობა ვინ იქნება, პასუხი ყველამ უნდა გასცეს.
“არავითარ პოლიტიკურ მოტივაციას ამას არ დავუკავშირებდი, იმიტომ რომ პოლიტიკური ანგარიშსწორება რომ ყოფილიყო აქ, რა თქმა უნდა, როგორც წინა ხელისუფლება აკეთებდა ამას, აქამდე ამ 7-8 წლის განმავლობაში ცუდი ხელისუფლება აუცილებლად გააკეთებდა ასეთ რამეს. ყველამ, მათ შორის პარლამენტის წევრებმაც, ისევე როგორც სხვა მოქალაქეებმა, უპასუხონ კითხვებს, თუ ასეთი კითხვები მათ მიმართ არსებობს”, – განაცხადა თალაკვაძემ.
თბილისის საქალაქო სასამართლოში გიგა ბოკერიას, გამოკითხვა დასრულდა. დეპუტატმა ჩვენება მაგისტრატი მოსამართლის წინაშე მისცა.
მისი გამოკითხვა წინა ხელისუფლების დროს უშიშროების საბჭოს მიერ თანხის არამიზნობრივ ხარჯვას უკავშირდება.