ცოტნე ზურაბიანი გიგა ბოკერიას საქმეზე: არ აქვს მნიშვნელობა, პიროვნება რამდენად „წონიანი“ ან აქტიური პოლიტიკოსია
„არ აქვს მნიშვნელობა, პიროვნება რამდენად „წონიანი“ ან აქტიური პოლიტიკოსია, კანონის წინაშე აბსოლუტურად ყველა თანასწორია. თუ არსებობს კითხვები სამართალდამცველი ორგანოების მხრიდან, ამ კითხვებს აუცილებლად უნდა დაეცეს პასუხები და ამაში უცნაური არაფერი არ არის.“ – ეს განცახდება, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ცოტნე ზურაბიანმა „პალიტრანიუსის“ ეთერში საუბრისას, „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას საქმეზე საუბრისას გააკეთა.
„რაც შეეხება პერიოდს, ამაზე პორკურატურას უნდა ვკითხოთ და მათ უნდა გაგვცენ პასუხი – ამდენი ხნის მანძლზე რატომ გაგრძელდა ეს საქმე.
ხელისუფლების დამოკიდებულება, ოპოზიციურ პოლიტიკური ძალების მიმართ, 2012 წლიდანვე გარკვეული იყო, როდესაც ჩვენი გუნდის ლიდერმა განაცხადა, რომ ამ ადამიანებს მოვექცეოდით არა ისე, როგორც იმსახურებდნენ, არამედ ისე, როგორც ეს სახელმწიფო ინტერესებს შეესაბამებოდა. ამის მიუხედავად, თუკი არსებობს კითხვები გარკვეულ საქმეებთან მიმართებაში, არავის არ აქვს უფლება გვერდზე გადაწიოს და კანონი არ აღსრულდეს. მმართველი პარტიის წევრებიდან დაწყებული, ნებისმიერი მოქალაქით დასრულებული კანონის წინაშე ყველა თანასწორია. პოლიტიკური აქტივობა, ინდულგენცია ვერავისთვის ვერ იქნება.
მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფელბის პოლიტიკური ოპზიცია, 7 წელია ხელისუფელბაში არ არის, ელემენტარული ლოგკა ვერ გახდა მათთვის ნათელი, რომ იმ აქტივობებით, რასაც ისინი ახორციელებენ (პარლამენტის სხდომათა დარბაზში გარკვეული სითხეების დასხმით და ა.შ), ამ ქვეყნის პოლიტიკურ სივრცეში ფეხს ვერ მოიკიდებენ. სამწუხაროა, რომ ელემენტარულ ჭეშმაროტებასაც ვერ იაზრებენ და ვერ ახერხებენ იმას, რომ მათეული პოლიტიკა გადააფასონ და მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ ერტადერთი გზა არის დემოკრატიულ პროცესებში ჩართულობა, მუშაობა, თანამშრომლობა და იდეების მხარდაჭერა.“- განაცხადა ცოტნე ზურაბიანმა.