ვისი და რამდენი მართებს საქართველოს – საგარეო ვალის სტატისტიკა

ოფიციალური მონაცემებით,საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალმა 2019 წლის 30 ნოემბრის მდგომარეობით 5.392 მილიარდ დოლარს, ანუ 16.014 მლრდ ლარს გადააჭარბა.

მიმდინარე წლის ოქტომბერთან შედარებით სახელმწიფოს საგარეო ვალი 27 მლნ დოლარით შემცირდა,თუმცა გასული წლის ნოემბერთან შედარებით მისი მოცულობა 284 მლნ დოლარით გაიზარდა.
საქართველოს სახელმწიფოს ყველაზე მსხვილი კრედიტორები არიან:აზიის განვითარების ბანკის (ADB) -1.161 მლრდ დოლარი; რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკი (IBRD) – 903.681 მლნ დოლარი; მსოფლიო ბანკის განვითარების საერთაშორისო ასოციაცია (IDA)- 966.595 მლნ დოლარი. მათ გარდა საქართველოს კიდევ რვა საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტის დაახლოებით 800 მლნ.დოლარი მართებს.
რაც შეეხება სახელმწიფოებს. კრედიტორებს შორის პირველ ადგილზეა გერმანიაა. საქართველოს მისი 928.060 მილიონი ლარი მართებს. მეორეზე საფრანგეთია 680.185 მილიონი ლარით, მესამეზე იაპონია 635.312 მილიონით. 159 მილიონს აჭარბებს რუსეთის ვალიც.
საქართველოს კრედიტორები არიან ასევე: ავსტრია – 56.708 მილიონი ლარი,ამერიკა – 53.205 მილიონი ლარი. ყაზახეთი – 42.824 მილიონი, თურქეთი – 39.224 მილიონი ლარი, კუვეიტი – 28.501 მილიონი, სომხეთი – 22.432 მილიონი,ირანი – 15.639 მილიონი,ჩინეთი – 3.807 მილიონი, ნიდერლანდები – 2.029 მილიონი, უზბეკეთი – 356 ათასი ლარი, თურქმენეთი – 627 ათასი და უკრაინა – 325 ათასი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები