ერეკლე კუხიანიძე არჩილ თალაკვაძეს: თუ ახსნას ითხოვ, წინასწარ რას ემიჯნები?!

თბილისის საკრებულოს “ქართული ოცნების” დეპუტატი ერეკლე კუხიანიძე “ქრონიკასთან” სატელეფონო საუბრისას პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის განცხადებას ეხმაურება.

მისი თქმით, ზოგადად ძალიან უცნაური რაღაც ხდება.

“მე არ ვიცი, ზოგადად ძალიან უცნაური რაღაც ხდება. პარლამენტის თავმჯდომარემ გააკეთა განცხადება და ითხოვს, რომ ავხსნა ჩემი განცხადება, რომელსაც ემიჯნება. თუ ახსნას ითხოვ, არ იცი რაზე ვისაუბრე, წინასწარ რას ემიჯნები?“ – განაცხადა კუხიანიძემ.

არჩილ თალაკვაძემ თბილისის საკრებულოს წევრის, ერეკლე კუხიანიძის განცხადებები შეაფასა.

“იმედი მაქვს, ერეკლე კუხიანიძე განმარტებებს გააკეთებს და ახსნის, რა იყო მისი ემოციური განცხადების საფუძველი, რომელსაც ნამდვილად არ მივესალმები”, – განაცხადა თალაკვაძემ.

ცნობისთვის, საკრებულოს წევრმა, “ქართული ოცნების” დეპუტატმა ერეკლე კუხიანიძემ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახი პროვოკაციაში დაადანაშაულა.

“როდესაც ადამიანმა იცის, რომ ოკუპანტი დაიჭერს და მაინც მიდის სპეციალურად, ხოლო მისი ოჯახი სახელმწიფოს უპირისპირდება, მისი შეფასებით, ეს ნიშნავს, რომ იდიოტები ან პროვოკატორები არიან“, – დაწერა კუხიანიძემ სოცქსელში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები