ირაკლი კობახიძე: ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების არც სურვილი გვაქვს და არც ინტერესი

“ჩვენს მხარდამჭერებში ძალიან დიდი ენთუზიაზმი და მოტივაცია არსებობს, რომ დღევანდელ ღონისძიებას შეუერთდნენ. ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების არც სურვილი გვაქვს და არც – ინტერესი”, – ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც სახალხო დამცველის გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომ დღევანდელ ღონისძიებაზე დასწრების იძულების მიზნით, მოქალაქეებზე ზეწოლა ხორციელდება. კობახიძის თქმით, დასანანია, როდესაც მტკიცებულებების გარეშე მსგავსი განცხადებები კეთდება.
„არავითარი არც ინტერესი და არც სურვილი იმის, რომ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება მოხდეს, არ არსებობს. ჩვენს მხარდამჭერებში ძალიან დიდი ენთუზიაზმი და მოტივაცია არსებობს, რომ დღევანდელ ღონისძიებას შეუერთდნენ. აქედან გამომდინარე, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური სპეკულაციები, რასაც მიჩვეული ვართ. როდესაც არც ერთი მტკიცებულება და ფაქტი არ არსებობს და მსგავსი განცხადება კეთდება, ეს ძალიან დასანანია. დასანანია, როდესაც ამას აკეთებს კონსტიტუციური თანამდებობის პირი,” – განაცხადა კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები