გიორგი ვოლსკი: ეს ღონისძიება ჩვენი დამოკიდებულებაა საქართველოს მომავლის, მისი ახალგაზრდების მომავლის მიმართ

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, გიორგი ვოლსკის თქმით, დღეს დაგეგმილი ღონისძიება მმართველი გუნდის დამოკიდებულებაა საქართველოს და მისი ახალგაზრდების მომავლის მიმართ.
„ეს არის დიდი ღონისძიება. 70 წელია ევროსაბჭოს შექმნის, ეს არის ადამიანის უფლებების დაცვის მთავარი წამყვანი ორგანიზაცია. 20 წელია, რაც ჩვენ 41-ე წევრები გავხდით ევროპის საბჭოში და ეს არის ჩვენი დამოკიდებულება საქართველოს მომავლის, მისი ახალგაზრდების მომავლის მიმართ“,-განაცხადა გია ვოლსკიმ, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტში საქართველოს თავმჯდომარეობასთან დაკავშირებული, “ქართული ოცნების” ახალგაზრდული ორგანიზაციის ინიციატივით, გამართული “ევროპის დღეების” კვირეულის დასკვნითი საზეიმო ღონისძიების დაწყების წინ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები