თბილისში, “ქართული ოცნების” ღონისძიებაზე მიმავალი გურჯაანის მერი ავარიაში მოჰყვა

თბილისში, „ქართული ოცნების” ღონისძიებაზე მიმავალი გურჯაანის მერი ავარიაში მოჰყვა. ავარიის შედეგად მსუბუქად დაშავდა მერი არჩილ ხანდამაშვილი და სამი თანამშრომელი. ისინი საგარეჯოს საავადმყოფოში გადაიყვანეს.

როგორც “რეგიონულ კვირას” საგარეჯოს “ჯეო -ჰოსპიტალში”განუცხადეს, დაწესებულებაში 3 პირი შევიდა მცირე დაზიანებებით,მათგან ორმა საავადმყოფო მალევე დატოვა.

“რაც შეეხება დაზარალებულ ერთ პაციენტს,შუბლის არეში მოხდა დაზიანებული კერის გაკერვა. ამ დროისთვის საგარეჯოს ” ჯეო-ჰოსპიტალში” არც ერთი დაზარალებული აღარ იმყოფება და სამივე მათგანმა საავადმყოფო თავისი ნება-სურვილით დატოვა”, – განაცხადეს საავადმყოფოში.

როგორც “რეგიონულ კვირას”  შსს-ში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები