ხელვაჩაურში ე.წ ,,ოცნების ქალაქში” ძლიერი ხანძარი იყო
ხელვაჩაურში, ე.წ ,,ოცნების ქალაქში” ძლიერი ხანძარი იყო. ხანძრის შედეგად ბარაკული ტიპის 2 სახლი დაიწვა, ერთი სახლი კი ნაწილობრივ დაზიანდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
სახანძრო-სამაშველო ინფორმაციით, ხანძრის გამომწვევი მიზეზებს გამოძიება დაადგენს. ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო ჯგუფი და პოლიცია.
შს სამინისტროს ინფორმაციით,მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 187-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს.