ირაკლი კობახიძე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელი იქნება

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელი ირაკლი კობახიძე იქნება.
საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობის განახლება საპარლამენტო უმრავლესობიდან საგარეო მიმართულების დეპუტატების წასვლამ გამოიწვია.
​საპარლამენტო უმრავლესობამ დელეგაციის ძირითად შემადგენლობაში კახა კუჭავა და ირაკლი ბერაია წარადგინა, ხოლო სათადარიგო შემადგენლობაში – ნინო წილოსანი.
​ცნობისათვის, საპარლამენტო დელეგაციების ახლიდან დაკომპლექტების მიზნით, დადგენილების პროექტი უკვე მომზადებულია, რომელიც 16 დეკემბრის ბიუროს სხდომას წარედგინება.
​შეგახსენებთ, რომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ხელმძღვანელი თამარ ჩუგოშვილი იყო, რომელმაც უმრავლესობა და პირველი ვიცე-სპიკერის პოსტი კენჭისყრაზე პროპორციული საარჩევნო სისტემის ჩაგდების შემდეგ დატოვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები