ჭიათურის მერმა საზოგადოებას 2019წლის ანგარიში წარუდგინა

აკაკი წერეთლის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო თეატრში, ჭიათურის მერმა გივი მოდებაძემ ​ მოსახლეობას 2019 წლის ანგარიში წარუდგინა. მან დეტალურად ისაუბრა იმ პროექტებზე, რომელიც საანგარიშო პერიოდში განხორციელდა.

მერის თქმით,2019 წელს ჭიათურის მუნიციპალიტეტის მუშაობის მთავარი პრიორიტეტი მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარება, სოციალური პროგრამების გაფართოება, განათლების სფეროსა და სკოლამდელი აღზრდის ხელშეწყობა,აღნიშნული დარგის ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, კულტურული ცხოვრებისა და სპორტის შემდგომი აღმავლობა, ახალგაზრდული პროგრამების ხელშეწყობა და ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება იყო.

2019 წელს ჭიათურის მუნიციპალიტეტში განხორციელდა 10 მსხვილი პროექტი, რისი საშუალებითაც 20-ზე მეტ სოფელში გაკეთდა გზა. რეგიონული განვითარების ფონდიდან დაიხარჯა 7 მილიონამდე ლარი და მოეწყო 25 კილომეტრი ასფალტირებული გზა. მობეტონდა შიდა საუბნო გზის 117 მონაკვეთი- სულ 29,207კმ კილომეტრი. გაიხარჯა 3 მილიონი ლარი. ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა  სპორტული ტრენაჟორების მოწყობა, კიბის რეაბილიტაცია, სკვერების აღდგენა, კორპუსების გაძლიერება-გადამაგრების სამუშაოები, ფასადების რეაბილიტაცია, ადმინისტრაციული შენობების გადახურვა, სტიქიით დაზარალებული მოსახლეობის სახურავებით უზრუნველყოფა, საბავშვო ბაღების რეაბილიტაცია, გამწვანებისა და სანიაღვრე არხების მოწყობის სამუშაოები,რაზეც მთლიანად 9 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა.

მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე აღდგა 52 საყრდენი კედელი. რეაბილიტაცია ჩაუტარდა 25-ზე მეტ საცხოვრებელ კორპუსს. აღდგენილ იქნა 10-მდე სკვერი, მათ შორის რამდენიმე ახალი სკვერი გაკეთდა. კომპანია „ჯორჯიან მანგანეზთან“ ერთად, უმნიშვნელოვანესი ნაბიჯები გადაიდგა დასუფთავების კუთხით. კომპანიის დახმარებით შეძენილ იქნა ახალი სპეც- ტექნიკა, როგორც გადამრეცხი მანქანები, ასევე, მტვერსასრუტები, რისი საშუალებითაც ყოველდღიურ რეჟიმში ირეცხება ქალაქის ქუჩები.

ჭიათურის 60-ვე სოფელში, სოფლის პროგრამის ფარგლებში, განხორციელდა სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურული პროექტი. სულ ამ მიმართულებით დაიხარჯა 1 მილიონ ლარზე მეტი.

ტურიზმის განვითარების მიზნით, მიმდინარე წელს მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა. სოფელ კაცხში გაიხსნა ტურისტთა საინფორმაციო ცენტრი, ასევე აქტიურად მიმდინარეობს კაცხის სვეტის მიმდებარე ტერიტორიის რესტავრაცია- განახლება.

ჭიათურაში პირველად ჩატარდა გრაფიტის ფესტივალი. ფესტივალის ფარგლებში ჭავჭავაძის ქუჩაზე, ისტორიული თეატრის მიმდებარედ მოიხატა კედელი. ასევე კედელი მოიხატა იაშვილის ქუჩაზე რეაბილიტირებულ სკვერშიც.

მერის თქმით,ყოველწლიურად უფრო მზარდი ხდება ჭიათურის სოციალური ბიუჯეტი. 2019 წელს ამ დრომდე გახარჯულია 1 მილიონ ნახევარზე მეტი.

ჭიათურის მერიაში ხორციელდება 15 სოციალური პროგრამა, რომლის ფარგლებში მუნიციპალიტეტის მოსახლეობა მნიშვნელოვანი სახის შემწეობებს იღებს.

მიმდინარე წელს მასშტაბური სამუშაოები განხორციელდა სკოლების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით. რეაბილიტირებულ იქნა 20 სკოლა. დაიხარჯა 860 000 ლარი. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა სკოლამდელი აღზრდის მიმართულებით. მიმდინარე წელს დაიწყო ახალი ბაღების მშენებლობა, სოფელ ქვაციხეში, პერევისასა და მერევში. ახალი ბაღი შენდება ასევე ჭიათურაში, კოსტავას ქუჩაზე. აშენდა ახალი მინი მოედნები, დამონტაჟდა სპორტული ტრენაჟორები. რეაბილიტაცია ჩაუტარდა ქალაქში არსებულ აუზს და სპორტის სხვადასხვა სახეობის დარბაზებს. ყველა წარმატებული სპორტსმენი მუნიციპალიტეტისგან სოლიდური ფულადი პრემიით ჯილდოვდება.

ღია დიალოგი მოსახლეობასთან – სამთავრობო პროექტის ფარგლებში, ჭიათურის ყველა სოფელში ჩატარდა შეხვედრები ადგილობრივ მოსახლეობასთან,სადაც ხელისუფლებამ პირადად მოისმინა ადგილობრივების საჭიროებები. ხალხის მიერ დასახელებული პრიორიტეტები გათვალისწინებული იქნება 2020 წლის ბიუჯეტში.

მერმა ვრცლად ისაუბრა ჭიათურის მუნიციპალიტეტში 2020 წელს განსახორციელებელი პროექტების შესახებ.

მერის ანგარიშის მოსმენას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ბესიკ გოფოძე,ჭიათურის მაჟორიტარი დეპუტატი სულხან მახათაძე, საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე ციცქიშვილი, მრჩეველთა საბჭოს წევრები,სკოლების,ორგანიზაციების,ააიპ-ების თანამშრომლები და სხვა დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ.

ღონისძიების ფარგლებშივე გაიმართა მუნიციპალიტეტში განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტების ამსახველი ფოტო-გამოფენა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები