გოგა ხაინდრავა – “ნაცმოძრაობის” კაციჭამიები დღეს პარლამენტში არიან, ამ ფონზე მოსამართლეებზე ლაპარაკი სამარცხვინო მგონია

“გიგა ბოკერია, ამ დანაშაულებრივი რეჟიმის იდეოლოგი, დღეს დეპუტატია. “ნაციონალური მოძრაობის” კაციჭამიები დღეს დეპუტატები არიან. თუ შეიძლება, რომ ბოკერია და ნადირაშვილი პარლამენტში ისხდნენ, მაშინ მოსამართლეებზე ლაპარაკი სამარცხვინო მგონია”, – ამის შესახებ კინორეჟისორმა, გოგა ხაინდრავამ ტელეკომპანია “იმედის” ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, ის ადამიანები, რომლებიც დღეს ყველაზე აღშფოთებულები არიან, პოლიტიკური ორგანიზაცია “ქართული ოცნების” წევრები იყვნენ მაშინ, როდესაც გაცხადდა, რომ ან სასამართლო და პროკურატურა მთლიანად უნდა გაგვეშვა სახლში, ან გერმანული გზა უნდა აგვერჩია. “მე მინდა გითხრათ, რომ ჩემი ყოფილი თანამებრძოლები, რომლებიც დღეს ამ საკითხთან დაკავშირებით საცვლებიდან ხტებიან, ისინი იყვნენ პოლიტიკური ორგანიზაცია “ქართული ოცნების” წევრები და არა მე, როდესაც გაცხადდა, რომ არის ორი გზა – ან პროკურატურა და სასამართლო, მთლიანად უნდა გავუშვათ სახლში და ეს გაცხადდა, ეს იყო პოლიტიკური განცხადება, “ქართული ოცნების” პოლიტიკური ნება, ან უნდა ავირჩიოთ გერმანული გზა, რომელიც გერმანიამ აირჩია მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, როდესაც თქვეს, რომ ჩვენ სასამართლო კორპუსს ხელს არ ვახლებთ, მივცემთ შესაძლებლობას, რომ თავისუფალ პირობებში იმოქმედონ. ეს გერმანიაში შეუძლებელი იყო, რომ მთლიანად გამოეცვალათ სასამართლო. რა თქმა უნდა, იქ ადამიანების ოთხმოცდაათი პროცენტი, ისევე როგორც ქართულ სასამართლოებში, იყვნენ ადამიანები, რომლებიც ამა თუ იმ ფორმით, ზოგი მეტად, ზოგი ნაკლებად დამოკიდებული იყო რეჟიმზე და იძულებული იყო რეჟიმის ინტერესები გაეთვალისწინებინა. მაშინ ასეთი პოლიტიკური განაცხადი გაკეთდა და ამ განაცხადის წევრები არიან ის ადამიანები, ვინც დღეს ყველაზე მეტადაა აღშფოთებულნი. მე არ ვლაპარაკობ ნაციონალებზე, იმათი დიქტატის ქვეშ იყო ეს სასამართლო. არავინ ამბობს, რომ ეს მოსამართლეები უმანკოები არიან, მაგრამ სისტემა ვერ გაჩერდება. გიგა ბოკერია, ამ დანაშაულებრივი რეჟიმის იდეოლოგი, ეს ცნობილი ფაქტია, დღეს დეპუტატია. “ნაციონალური მოძრაობის” კაციჭამიები დღეს დეპუტატები არიან. თუ ეს გზა იქნა არჩეული, მაშინ კეთილი ვინებოთ და ვიყოთ თანამიმდევრულები. ამ თანამიმდევრობაში, მე ამ თოთხმეტი მოსამართლიდან ყველას არ ვიცნობ, არ დავდევ ყველას იმიტომ, რომ იმან ჩემთვის ჩაიარა. თუ შეიძლება, რომ ბოკერია და ნადირაშვილი პარლამენტში ისხდნენ, მაშინ მოსამართლეებზე ლაპარაკი სამარცხვინო მგონია“, – განაცხადა გოგა ხაინდრავამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები