თურქეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა პარტია დააფუძნა

თურქეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, აჰმეთ დავუთოღლუმ, „მომავლის პარტია“ დააფუძნა.

Hurriyet-ის ინფორმაციით, პარტიის დამაარსებელთა ნუსხაში 154 პირია, მათმა დიდმა ნაწილმა მმართველი „სამართლიანობისა და განვითარების პარტია“ დატოვა.

„მომავლის პარტიის“ დევიზია – „ჩვენ საერთო მომავალი გვაქვს“.

როგორც პრეზენტაციაზე დავუთოღლუმ განაცხადა, „მოვედით არა იმისთვის, რომ წარსული განვიკითხოთ, არამედ იმისთვის, რომ საერთო მომავალი ავაშენოთ და სიახლეზე ვისაუბროთ. ამჟამად ისეთ პოლიტიკაზე უნდა ვისაუბროთ, რომელიც კი არ გვაშორებს ერთმანეთს, არამედ გვაერთიანებს“.

აჰმეთ დავუთოღლუ თურქეთის პრემიერად 2014-2016 წლებში მუშაობდა.

თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება, 2016 წლის 22 მაისს გააკეთა, სექტემბერში კი, მმართველი პარტიის რიგებიც დატოვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები