ყაჩაღური თავდასხმა “ორ ნაბიჯში” – დამნაშავეს 5 წლით პატიმრობა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ყაჩაღობაში ბრალდებული ნ.ხ. დამნაშავედ ცნო და 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ამის შესახებ ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

“სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2019 წლის 23 აგვისტოს, ქ.თბილისში, ნ.ხ. დიდ დიღომში მდებარე შპს “ორ ნაბიჯში“ დანით ყაჩაღურად თავს დაესხა მაღაზიის თანამშრომლებს და სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობის მუქარით დაეუფლა 565 ლარს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა ნ.ხ. 2019 წლის 26 აგვისტოს თბილისში დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით (ყაჩაღობა) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ნ.ხ. სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 5 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა,”- ნათქვამია გენერალური პროკურატურის ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები