ახლადარჩეულმა მოსამართლეებმა ფიცი დადეს
პარლამენტის მიერ უზენაეს სასამართლოში უვადოდ გამწესებულმა მოსამართლეებმა პლენარულ სხდომაზე ფიცი დადეს.
ფიცის დადების ცერემონიალში მონაწილეობა მიიღეს მოსამართლეებმა: ლალი ფაფიაშვილმა, შალვა თადუმაძემ, ქეთევან ცინცაძემ, მამუკა ვასაძემ და ალექსანდრე წულაძემ. დანარჩენი ცხრა უკვე მოქმედი მოსამართლეა და მათ მოსამართლის ფიცი აქამდე ჰქონდათ დადებული.
პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე უვადოდ დაამტკიცა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 14 კანდიდატი, რომელთაც რეკომენდაცია იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა გაუწია.