თადუმაძე, მიქაუტაძე და ვასაძე – პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს 14 კანდიდატი დაამტკიცა
პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს 14 კანდიდატი დაამტკიცა. პლენარულ სხდომაზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 20 კანდიდატს უყარეს კენჭი. პარლამენტმა წარდგენილი 20 კანდიდატიდან მხარი დაუჭირა 14 მათგანს, ხუთი კანდიდატს კი, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობაზე უარი ეთქვა.
კომიტეტმა მხარი დაუჭირა შემდეგ კანდიდატებს: მერაბ გაბინაშვილი, მირანდა ერემაძე, მამუკა ვასაძე, მაია ვაჩაძე, თამარ ზამბახიძე, შალვა თადუმაძე, ვლადიმერ კაკაბაძე, ლევან მიქაბერიძე, გიორგი მიქაუტაძე, ნუგზარ სხირტლაძე, ლალი ფაფიაშვილი, ნინო ქადაგიძე, ქეთევან ცინცაძე, ალექსანდრე წულაძე.