ლანჩხუთში 19 ეკომიგრანტ ოჯახს სახლების შესაძენად თანხა ჩაერიცხა
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში 19 ეკომიგრანტ ოჯახს სახლების შესაძენად თანხა ჩაერიცხა.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ საამისოდ ჯამში 475 000 ლარი გამოყო.
მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე სარიშვილი მოადგილე ეკა გუჯაბიძესთან ერთად, ერთ-ერთი ეკომიგრანტის, ეკა ბილინინას ოჯახში ესტუმრა და პროგრამის ფარგლებში შეძენილი სახლი დაათვალიერა.
“მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენს მაჟორიტარ დეპუტატს, ნინო წილოსანს, მუნიციპალიტეტის მერს, ალექსანდრე სარიშვილს და ყველა იმ ადამიანს ვინც დამეხმარა. 4 წელია ქირით ვცხოვრობ ორ პატარა ბავშვთან ერთად და დამეთანხმებით, ძალიან რთულია”,-განაცხადა ეკა ბილინინამ.