არჩილ თალაკვაძე: შესვენების შემდეგ პარლამენტი გააგრძელებს მუშაობას

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ პარლამენტში, გაურკვეველი ნივთიერების დასხმის შესახებ კომენტარი გააკეთა.

მისი თქმით, პარლამენტის მუშაობას ვერავინ ვერ შეაჩერებს და დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვა შესვენების შემდეგ მოხდება.

“რაც შეეხება პარლამენტის მუშაობას, შესვენების შემდეგ პარლამენტი, რა თქმა უნდა, გააგრძელებს მუშაობას და ჩვენ იმ საკითხს, რომელიც დღის წესრიგში იყო, განვიხილავთ და შესაბამისად, მივიღებთ კენჭისყრით გადაწყვეტილებებს. პარლამენტის მუშაობას ვერავინ ვერ შეაჩერებს და ვერავინ ვერ დაბლოკავს. ნებისმიერ მცდელობაზე, რომელმაც შეიძლება ხელი შეუშალოს კანონის მიხედვით გარანტირებულ მუშაობას და სახელმწიფო ინსტიტუტს, რა თქმა უნდა, იქნება სათანადო რეაქციები. გთხოვთ ყველას, რომ მშვიდად იყოთ და მშვიდად განაგრძოთ ჟურნალისტური საქმიანობა“, – განაცხადა თალაკვაძემ.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე შესვენება გამოცხადდა. პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ დეპუტატებს მოუწოდა, უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, დატოვონ სხდომათა დარბაზი. მანამდე უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ დარბაზში ოპოზიციის წარმომადგენელი შევიდა, რომელმაც გაურკვეველი ნივთიერება დაასხა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები