პარლამენტში დასხმული ნივთიერების გამო, გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით დაიწყო
პარლამენტში, სხდომათა დარბაზში დასხმული გაურკვეველი ნივთიერების გამო, შსს-მ გამოძიება სსკ-ის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტის სხდომათა დარბაზში გაურკვეველი შემადგენლობის ნივთიერება დაასხეს, რაზეც პასუხისმგებლობა მოძრაობა “სირცხვილიამ” აიღო.
უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე შეწყდა სხდომაც. მომხდარის გამო, “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” წევრი ენძელა მაჭავარიანი შეუძლოდ გახდა. მისი თქმით, მას სუნებზე რეაქცია აქვს.
დარბაზში შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.