გიგა ბოკერია: ევროსაბჭო ბევრს ჰგონია, რომ ევროპასთან ასოცირდება, ასე არ არის, დაავადებული და პრობლემატურ დღეში მყოფი ინსტიტუციაა

„ევროსაბჭო ძალიან დაავადებული და პრობლემატურ დღეში მყოფი ინსტიტუციაა, სამწუხაროდ”, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ განაცხადა.

მისი თქმით, ევროსაბჭო არის ორგანო, სადაც არის დიდი პრობლემები, რუსეთის გავლენის.

„ლაპარაკია ევროსაბჭოს თავმჯდომარეობაზე, რომელიც ანბანურად ერგება ყველა ქვეყანას, ანუ რამე მიღწევაზე კი არ არის ლაპარაკი და ევროსაბჭო ევროკავშირი არ არის. ევროსაბჭო არის ორგანო, სადაც არის დიდი პრობლემები, რუსეთის გავლენის. დიდ სკანდალში გაეხვია ეს ორგანო და ჩვენმა დელეგაციამ დატოვა, მათ შორის მაშინდელი „ოცნების” წევრებმაც კი უარი თქვეს ასამბლეაში მონაწილეობაზე, იმიტომ რომ იქ რუსეთს აღუდგინეს ხმები და ეს არის დიდი სკანდალი ევროპაში. ევროსაბჭო რომ ჰქვია, ბევრს ჰგონია, რომ ევროპასთან ასოცირდება და იდენტურია, ეს ასე არ არის. უმნიშვნელო კი არ არის, ძალიან დაავადებული და პრობლემატურ დღეში მყოფი ინსტიტუციაა, სამწუხაროდ”, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები