შსს-მ პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე 16 პირი დააკავა

პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე ამ დროისთვის, სულ 16 პირია დაკავებული. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული პირები პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობის მუხლებით არიან დაკავებულნი.
“აღნიშნული პირები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) და 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისთვის არიან დაკავებული“, – აცხადებენ შსს-ში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები