ბესელია ოხანაშვილს: მე რომ რეგლამენტს ვწერდი, შენ პარლამენტთან მისასვლელ გზებს ეძებდი

მე რომ რეგლამენტს ვწერდი, შენ პარლამენტთან მისასვლელ გზებს ეძებდი, – ამ სიტყვებით დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილს ამავე კომიტეტის სხდომაზე მიმართა.

მათ შორის სიტყვიერი დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც ბესელიამ განაცხადა, რომ იურიდიული კომიტეტი სასესიო კვირაში რეგლამენტის დარღვევით ჩაინიშნა.

“ქალბატონო ეკა, თქვენგან მიჩვეული ვართ შენიშვნებს, რომ თითქოს იურიდიული კომიტეტი რეგლამენტს ხშირად არღვევს. დღეს კომიტეტის სხდომა რეგლამენტის სრული დაცვით ჩაინიშნა,” – მიმართა ოხანაშვილმა ბესელიას.

ბესელიამ ოხანაშვილს პერსონალური შეფასებების შეწყვეტისკენ მოუწოდა.

“პერსონალურ შეფასებებს თავი დაანებე. მე რომ რეგლამენტს ვწერდი, შენ პარლამენტთან მისასვლელ გზებს ეძებდი,” – მიმართა ბესელიამ ანრი ოხანაშვილს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები