გიორგი გახარია ოფიციალური ვიზიტით უკრაინაში გაემგზავრა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით უკრაინაში გაემგზავრა.

პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრა საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმერ ზელენსკის შორის გაიმართება. პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაცით, მთავრობის მეთაური ასევე უკრაინის პრემიერ-მინისტრს, ალექსი გონჩარუკს და უმაღლესი რადას თავმჯდომარეს, დმიტრო რაზუმკოვს შეხვდება. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, გიორგი გახარია მონაწილეობას დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაცია – სუამ-ის სამიტში მიიღებს, რომელსაც კიევი მასპინძლობს. სუამ-ის წევრი სახელმწიფოების მთავრობათა მეთაურების პლენარული სხდომის შემდეგ, ლიდერების ერთობლივი განცხადებები და რამდენიმე დოკუმენტზე ხელმოწერაა დაგეგმილი. საქართველოს დელეგაციაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი და პრემიერის მრჩეველი საერთაშორისო ურთიერთობათა საკითხებში, ირაკლი ჩიქოვანი იმყოფებიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები