შსს-ს მიერ დაკავებულებმა თავი პოლიციელებად გაასაღეს, მსხვერპლი მოატყუეს, თითქოს, ის “ინტერპოლით” იძებნებოდა და მუქარით ცდილობდნენ 20 000 დოლარის გამოძალვას (ვიდეო)

ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ბრალდებით თბილისში 2 პირი დააკავეს. ამის შესახებ განცხადებას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის და გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა ერთობლივად გატარებული ოპერატიულ საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ბრალდებით თბილისში 2 პირი: 1966 წელს დაბადებული გ.ს. და 1974 წელს დაბადებული ლ.ნ. დააკავეს.
ჩადენილი დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები თურქეთის რესპუბლიკის 2 მოქალაქეს როგორც პოლიციის თანამშრომლები გაეცნენ, მოატყუეს თითქოს ერთ-ერთი მათგანი ინტერპოლის მიერ ძებნილთა სიაში იმყოფებოდა და მუქარით ცდილობდნენ 20 000 აშშ დოლარის გამოძალვას.

პოლიციამ დაკავებულების პირადი და საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებული თანხა ნივთმტკიცების სახით ამოიღო,”- ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.

დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები