პარლამენტთან საპროტესტო აქციის რამდენიმე მონაწილე დააკავეს
პარლამენტთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. ჩიტაძის ქუჩაზე სამართალდამცავებმა აქციის რამდენიმე მონაწილე დააკავეს. სწორედ ამ ტერიტორიიდან შედიან დეპუტატები პარლამენტში, სადაც დღეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების კენჭისყრა გაიმართება.
პარალელურად “ახალი საქართველოს“ ლიდერ გიორგი ვაშაძესა და სამართალდამცველებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა, რის შემდეგაც გიორგი ვაშაძე და რამდენიმე ადამიანი, მათ შორის გურამ ჩალაგაშვილი და გიორგი თევდორაძე ადგილიდან გაიყვანეს.
პოლიციას პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე კორდონი აქვს გაკეთებული, რათა საავტომობილო მოძრაობა არ შეიზღუდოს.
ოპოზიციის წარმომადგენლები და მათი მხარდამჭერები საკანონმდებლო ორგანოსთან დილიდან შეიკრიბნენ.