ცინცაძის ქუჩაზე სპეცოპერაცია დასრულდა, დაკავებულია ორი პირი
ცინცაძის ქუჩაზე სპეცოპერაცია დასრულდა. როგორც “კვირას” კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება დაკავებულია ორი პირი. სპეცოპერაციის შედეგად, სავარაუდოდ, ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი და ფული.
როგორც “კვირას” შსს-ში განუცხადეს, ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს და დამატებით ინფორმაციას მოგვიანებით გაავრცელებენ.
ცნობისთვის, სპეცოპერაცია დაახლოებით ორი საათის წინ დაიწყო.