აშშ ევროპაში, უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში ყველაზე მასშტაბურ სამხედრო სწავლებას გამართავს
აშშ 2020 წლის გაზაფხულზე ევროპაში, „ცივი ომის“ დროიდან, ყველაზე მასშტაბურ სამხედრო სწავლებას გამართავს.
ამის შესახებ Reuters ბელგიაში ნატოს სამხედრო შტაბის ოპერაციების ხელმძღვანელმა გენერალმა ბერი სიგუინმა განუცხადა.
სწავლების ფარგლებში ევროპაში 20 ათასი ამერიკელი სამხედროს გადასროლა მოხდება. რომლებიც პოლონეთსა და ნატოს აღმოსავლეთ საზღვრებთან განლაგდებიან. ამასთან, აშშ-ის ჯარი ევროპაში დისლოცირებულ ნატოს ჯარს შეუერთდება.
სწავლებაში ჩართული ჯარისკაცების რაოდენობა სულ 37 ათასს მიაღწევს.
სწავლების მიზანია რუსეთის გაფრთხილება, რომ 2014 წლის ყირიმის ანექსირების მსგავსი არ მოხდეს.