ნათია მეზვრიშვილი: 2018-2019 წლის სტატისტიკა მიუთითებს, რომ ფემიციდის მიმართულებით კონტროლი და მონიტორინგი ეფექტურად ხორციელდება
ფემიციდის მიმართულებით პროგრესი არის და ეს პროგრესი არ ყოფილა მხოლოდ სახელმწიფო უწყებების დამსახურება, ეს იყო იმ თანამშრომლობის დამსახურება, რომელიც იყო სახელმწიფო უწყებებს, სახალხო დამცველის აპარატს და ზოგადად, ამ თემებზე მომუშავე არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებს შორის, – ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა, სახალხო დამცველისა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით გამართულ კონფერენციაზე „ფემიციდის პრევენცია და მონიტორინგი” განაცხადა.
როგორც მეზვრიშვილმა აღნიშნა, წინა წლების სტატისტიკურ მონაცემებთან შედარებით, დანაშაული შემცირებულია, თუმცა მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის განცხადებით, ასეთ მძიმე თემაზე საუბრისას პროგრესზე საუბარი რთულია.