მანდატურის სამსახური: ქუთაისის არცერთ საჯარო სკოლაში  რაიმე სახის დაპირისპირებას ადგილი არ ჰქონია

მანდატურის სამსახური ქუთაისის ერთ-ერთი სკოლის მოსწავლეებს შორის ფიზიკური დაპირისპირების შესახებ ინფორმაციას უარყოფს.

როგორც მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ქუთაისის არცერთ საჯარო სკოლაში  რაიმე სახის დაპირისპირებას ადგილი არ ჰქონია.

“ერთ-ერთი რეგიონული მედიასაშუალების მიერ, გავრცელდა სრული დეზინფორმაცია და ტყუილი ქუთაისის ერთ-ერთი საჯარო სკოლის მოსწავლეებს შორის ფიზიკურ დაპირისპირებაზე.

საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური კატეგორიულად აცხადებს, რომ რაიმე სახის დაპირისპირებას ადგილი ქუთაისის არცერთ საჯარო სკოლაში არ ჰქონია. კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ მანდატურის სამსახური მედიასაშუალებებთან თანამშრომლობისთვის ყოველთვის ღია და გახსნილია. შესაბამისად, ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც სკოლებში ბავშვთა უსაფრთხოებას უკავშირდება, ჟურნალისტებს ვთხოვთ, გამოქვეყნებამდე ჩვენთან გადაამოწმონ.

გარდა იმისა, რომ მსგავს სენსიტიურ საკითხებზე არასწორ ინფორმაციას შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება, შესაძლოა, მოზარდებში ძალადობის პროვოცირება გამოიწვიოს“, – ნათქვამია მანდატურის სამსახურის განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები