ლაშა ნაცვლიშვილი: 2008 წლის აგვისტოში რუსეთის იმპერიამ შეიძინა ყველაზე დიდი მოკავშირე – სააკაშვილი და “ნაცმოძრაობა”

2008 წლის აგვისტოში რუსეთის იმპერიამ შეიძინა ყველაზე დიდი მოკავშირე – მიხეილ სააკაშვილი და “ნაციონალური მოძრაობა”, რომელმაც აგრესიულ და იმპერიალისტურ მეზობელთან ერთად ოკუპაცია უზრუნველყო”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” კონსულტანტმა საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში, ლაშა ნაცვლიშვილმა ტელეკომპანია “იმედის” ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, არცერთ ქართველ ლიდერს ისე არ დაუზიანებია დასავლეთის ინტერესი რეგიონში და ისე არ გაუძლიერებია რუსეთი რეგიონში, როგორც მიხეილ სააკაშვილმა გააკეთა.

“ალექსანდრე მესამეს, რუსეთის იმპერატორს მიაწერენ ასეთ ფრაზას, რომ რუსეთს ორი მოკავშირე ჰყავს, არმია და ფლოტი. ჩემი აზრით, 2008 წლის აგვისტოში რუსეთის იმპერიამ შეიძინა მესამე ყველაზე დიდი მოკავშირე, ეს არის მიხეილ სააკაშვილი და „ნაციონალური მოძრაობა”, რომელმაც უზრუნველყო, აგრესიულ და იმპერიალისტურ მეზობელთან ერთად, რომ რუსის ჯარი შემოვიდა საქართველოში და უზრუნველყო ოკუპაცია. ჩემი აზრით, არცერთ ქართველ ლიდერს და შეიძლება რეგიონულ ლიდერს ისე არ დაუზიანებია დასავლეთის ინტერესი რეგიონში და არცერთ ლიდერს ისე არ გაუძლიერებია რუსეთი რეგიონში, როგორც გააკეთა მიხეილ სააკაშვილმა. ჩვენ სასწავლო, საჯილდაო ქვა აღმოვჩნდით, იმიტომ რომ ქართული ოკუპაცია ეს ხომ იდეალური ერთობლიობაა ტუტუცი, მინიმუმ, ტუტუცი მმართველისა და აგრესიული მეზობლის. ოკუპაცია არის მემკვიდრეობა, რომელიც დაგვიტოვა მიხეილ სააკაშვილმა და მისმა ხელისუფლებამ. რამდენი დროც არ უნდა გავიდეს, რაც არ უნდა იყოს, ეს ასეა და ამას ვერაფერი ვერ გადაფარავს. ვერც ანტისაოკუპაციო მოძრაობა და ვერც სხვა ვერაფერი”, – განაცხადა ლაშა ნაცვლიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები