ვოლსკი პრეზიდენტის განცხადებაზე: ისე გავიგე, რომ ჩვენი მთავარი იარაღი განათლება და კულტურაა
პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის თქმით, მან პრეზიდენტის განცხადება ისე გაიგო, რომ ქვეყნის მთავარი “იარაღი” განათლება და კულტურაა. როგორც მან აღნიშნა, ქართული ჯარი საერთაშორისო სტანდარტისაა.
„მგონი, თემა აბსოლუტურად ნათელია. ჩვენი ჯარი მსოფლიოში ერთ-ერთი მოწინავეა და საერთაშორისო სტანდარტისაა. პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადება მე ისე გავიგე, რომ ჩვენი მთავარი იარაღი განათლება და კულტურაა, ხოლო პრიორიტეტია არა ომი, არამედ განვითარება განათლების ხაზით. ომის მომხრე არავინ ვართ, თუმცა ჯარის ხარისხი მართლაც რომ მაღალია“, – განაცხადა ვოლსკიმ.
შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ – „ჩვენ არც ჯარი გვაქვს, არც იარაღი და არც გვექნება, არც ის დიდი ეკონომიკური პოტენციალი გვაქვს, რომ რეგიონი დავიპყროთ, მაგრამ ჩვენ გვაქვს ის ძლიერი იარაღი, რასაც ჰქვია ცოდნა, მეცნიერება, კულტურა“.