ღარიბაშვილი ზურაბიშვილს: ჩვენი სამხედროები საამაყო მოქალაქეები არიან და ყველაფერს გავაკეთებ, რათა ჯარი კიდევ უფრო გაძლიერდეს

„ქართული ჯარი არის ძლიერი და ჩვენ გვყავს გმირი სამხედროები“,- ასე გამოეხმაურა საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯართან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტის განცხადებას.
ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებით, სალომე ზურაბიშვილის განცხადება მისთვის კატეგორიულად მიუღებელია.
“როგორც თავდაცვის მინისტრმა, მინდა განვაცხადო, რომ ჩვენი სამხედროები ქვეყნის საამაყო მოქალაქეები არიან და ყველაფერს გავაკეთებ, რათა ქართული ჯარი კიდევ უფრო გაძლიერდეს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
​ქვეყნის პრეზიდენტის განცხადებას საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურიც გამოეხმაურა. გენერალ-ლეიტენანტ ვლადიმერ ჩაჩიბაიას განმარტებით, რეგიონში საქართველოს თავდაცვის ძალები შეიარაღებითა და მოდერნიზაციით ერთ-ერთი საუკეთესოა.
შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ – „ჩვენ არც ჯარი გვაქვს, არც იარაღი და არც გვექნება, არც ის დიდი ეკონომიკური პოტენციალი გვაქვს, რომ რეგიონი დავიპყროთ, მაგრამ ჩვენ გვაქვს ის ძლიერი იარაღი, რასაც ჰქვია ცოდნა, მეცნიერება, კულტურა“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები