აშშ-ში სროლის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
აშშ-ში, ნიუ-ჯერსის შტატის, ქალაქ ჯერსი-სითიში ორმხრივი სროლა მოხდა, რომლის შედეგად 6 ადამიანი, მათ შორის ერთი პოლიციელი და ორი თავდამსხმელი დაიღუპნენ.
სროლის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა, მათგან ორი პოლიციელი და ერთი სამოქალაქო პირია.
სროლა, რომელიც თითქმის ერთი საათის განმავლობაში გაგრძელდა, სასაფლაოზე დაიწყო, როდესაც გამოძიების ფარგლებში პოლიციელი ეჭვმიტანილს მიუახლოვდა. თავდამსხმელს თანამზრახველიც ჰყავდა, რომლებიც შემდგომ სუპერმარკეტში შეიჭრნენ.
ადგილობრივი ხელისუფლება მომხდარს ტერაქტად არ განიხილავს.