მომავალი წლიდან ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელი ქურდული 24 საათიანი წყალმომარაგებით ისარგებლებს
მომავალი წლიდან ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქურდულის მოსახლეობა 24 საათიანი წყალმომარაგებით ისარგებლებს.
ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, დაგეგმილი სამუშაოების ფარგლებში მოეწყობა სათავე ნაგებობა, 5 500 გრძივი მეტრი მაგისტრალი და წყლის გამანაწილებელი რეზერუარი. პროექტი გარდამავალია, მიმდინარ წელს დაიწყო და 2020 წელს დასრულდება. დაგეგმილი სამუშაოებისთვის ადგილობრივი თვითმართველობის ბიუჯეტიდან 134 434 ლარი დაიხარჯება. სამუშაოებს შპს” ალსოფი” ასრულებს, რომელზეც დასაქმებულია 7 ადგილობრივი.