ხანძრის შედეგად დაზარალებულ მხატრიშვილების ​ოჯახს მერის სარეზერვო ფონდიდან 10 000 ლარით დაეხმარებიან

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ვახანში, ხანძრის შედეგად დაზარალებულ მხატრიშვილების მრავალშვილიან ოჯახს მერის სარეზერვო ფონდიდან 10 000 ლარი გამოეყო.

ოჯახმა ახალი ორსართულიანი სახლი შეიძინა, რომელსაც მამაპაპისეულ ადგილზე აწყობენ. უსახლკაროდ დარჩენილი მხატრიშვილების რვასულიანი ოჯახი, ძალიან მალე საკუთარ სახლში გააგრძელებს ცხოვრებას.

ცნობისთვის, მხატვრიშვილების ოჯახს სახლი 3 სექტემბერს დაეწვა.უსახლკაროდ დარჩენილი ოჯახისთვის მერიამ სოციალური აქციაც მოაწყო,ამჯერად კი შესაძლებელი გახდა მერის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფა,რათა მრავალშვილიან ოჯახს საკუთარი სახლი ისევ ჰქონდეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები