ანრი ოხანაშვილი: გუნდში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 3-4 კანდიდატის მიმართ კრიტიკული დამოკიდებულებაა
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, გუნდში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 3-4 კანდიდატის მიმართ კრიტიკული დამოკიდებულებაა.
მისივე თქმით, 20 კანდიდატის მხარდაჭერა თითქმის გამორიცხულია.
“ოპოზიციის წარმომადგენლები, რომლებსაც სურთ დემოკრატიული რეფორმები, მხარს არ უჭერენ სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღას მაშინ, როდესაც საერთაშორისო პარტნიორებმა ეს რეფორმა შეაფასეს, როგორც საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკასა და კონსესუსზე დაფუძნებული წარმატებული რეფორმა. გუნდში მოსამართლეობის 3-4 კანდიდატის მიმართ კრიტიკული დამოკიდებულებაა და შესაბამისად, 20 კანდიდატის მხარდაჭერა თითქმის გამორიცხულია”, – განაცხადა ოხანაშვილმა.