კიევის ოლქში ქართველი ე.წ. “კანონიერი ქურდი” დააკავეს(ვიდეო)

უკრაინელმა სამართალდამცველებმა, კიევის ოლქში ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდი გეგა “ოზურგეტსკი”, იგივე გიორგი მოდებაძე, 7 დეკემბერს დააკავეს.

როგორც უკრაინის ეროვნული პოლიციის პრესსამსახურში აცხადებენ, დაკავებული უკრაინაში 5 დეკემბერს ჩავიდა.

პოლიციის ინფორმაციით, 44 წლის საქართველოს მოქალაქე, უკრაინაში დანაშაულებრივ დაჯგუფებებში ახალგაზრდების გაერთიანებას გეგმავდა, რომ შემდგომ მათი დახმარებით რეგიონის კრიმინოგენური ვითარების დესტაბილიზაცია მომხდარიყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები