ზაალ უდუმაშვილი: ევროპარლამენტარებს ათეულობით პოლიტპატიმრის სია გადაეცათ

“ნაციონალური მოძრაობის” წევრის, ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, ქვეყანაში არიან პოლიტპატიმრები და ევროპარლამენტარებს, ათეულობით პოლიტპატიმრის სია გადაეცათ.

მისივე თქმით, ყველა ხვდება, რომ ქვეყანაში დემოკრატიული პროცესები უკან მიდის.

“ყველა ხვდება, რომ ამ ქვეყანაში დემოკრატიის პროცესები ძალიან დიდი ნაბიჯებით მიდის უკან და ივანიშვილი პრაქტიკულად დიქტატორულ რეჟიმს ამყარებს ქვეყანაში, სწორედ, ეს იგულისხმება, როდესაც საუბარია იმაზე, რომ ქვეყანაში არიან პოლიტპატიმრები და ათეულობით პოლიტპატიმრის სია გადაეცათ ევროპარლამენტარებს, იმ ხალხის, რომლებიც დააკავეს 20 ივნისის ღამეს და შემდგომ აქციების დღეს. ახლა გადავავლოთ თვალი, რამდენი ჩვენი თანამებრძოლი არის გამომწყვდეული საკანში და რამდენი სამართალდამცავი არის დაკავებული, რომლებმაც გადაამეტეს საკუთარ უფლებებს და დაასახიჩრეს ჩვენი ახალგაზრდები”,- განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

ცნობისთვის, ევრონესტის საპარლამენტო ანსამბლეის მერვე სესია დღეს დასრულდა. მედიისთვის გამართულ შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე ევროპარლამენტის დეპუტატმა, ივან კლურკომ განაცხადა, რომ “თუ ჩვენ ვსაუბრობთ, პატიმრებზე პოლიტიკურ პროცესში, ეს საერთაშორისო პარტნიორებისთვის ცუდი გზავნილია. ვიმედოვნებ, რომ ყველა პატიმარს ახლო მომავალში გაათავისუფლებენ და მმართველი გუნდი და ოპოზიცია გააგრძელებენ დიალოგს”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები