ზუგდიდისა და წალენჯიხის სოფლების დამაკავშირებელი10 კმ-იანი გზა შენდება

რუხი-რიყე-ტყაია-პალურის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს. სამშენებლო პროცესს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული – ალექსანდრე მოწერელია, ზუგდიდის მერთან – გიორგი შენგელიასთან ერთად გაეცნო. ახალი გზა ერთმანეთს ზუგდიდის და წალენჯიხის მუნიციპალიტეტებს დააკავშირებს.

ამ ეტაპზე, აღნიშნული გზის მონაკვეთზე ბეტონის საფარი იგება და სანიაღვრე არხები ეწყობა. პროექტის მიხედვით, ახალი გზა 10,3 კილომეტრზე დაიგება.

რუხი-რიყე-ტყაია-პალურის დამაკავშირებელი გზა ავარიულ მდგომარეობაში თითქმის 30 წელი იყო და ადგილობრივებს გადაადგილების დროს პრობლემას უქმნიდა.

პროექტს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს და მისი ღირებულება 5 მილიონ ლარზე მეტია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები