“ქართულ ოცნებას” ვაძლევ გაფრთხილებას, თუ ისევ ტყუილის და დესტრუქციის გზას დაადგებიან, მაშინ ჩვენგან საერთო ეროვნული წინააღმდეგობის მოძრაობას მიიღებენ”
მთავარი გაფრთხილება, რომელსაც “ქართულ ოცნებას” ვაძლევ არის ის, რომ თუ ისევ ტყუილის და დესტრუქციის გზას დაადგებიან, მაშინ ჩვენგან საერთო ეროვნული წინააღმდეგობის მოძრაობას მიიღებენ, – ამის შესახებ “ახალი საქართველოს” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ “ლეიბორისტული პარტიის” ოფისში, ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლების შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.
ვაშაძის თქმით, “ქართული ოცნების” მიმართ მისი ნდობა ნულოვანია.
“ჩემი ნდობა “ქართულ ოცნებასთან” მიმართებაში არის ნულოვანი, ნულზე უფრო ქვემოთ. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვერაფრით ვერ მოვეშვებით, პირიქით გაცილებით უფრო ფართო ფრონტით უნდა ვიმუშაოთ, ეს არის მშვიდობიანი და არაძალადობრივი პროტესტი, ეს არის პიკეტირებები პარლამენტის, ეს არის რაც მთავარია რეგიონებში გაშლა და მთავარი გაფრთხილება, რომელსაც “ქართულ ოცნებას” ვაძლევ, თუ ისევ ტყუილის და დესტრუქციის გზას დაადგებიან ისინი, მაშინ ჩვენგან მიიღებენ საერთო ეროვნულ წინააღმდეგობის მოძრაობას”,- განაცხადა ვაშაძემ.