აბაშიძე: ბურჯანაძემ რუსეთში ვიზიტით პოლიტიკური დივიდენდები მიიღო, როცა გამოუშვებენ გაფრინდაშვილს, ის განაცხადებს, რომ ეს მისი დამსახურებაა

ნინო ბურჯანაძემ რუსეთში ვიზიტით, გარკვეულწილად, უფრო პოლიტიკური დივიდენდები მიიღო, როცა გამოუშვებენ ვაჟა გაფრინდაშვილს, ქალბატონი ბურჯანაძე განაცხადებს, რომ ეს მისი დამსახურებაა, – ამის შესახებ ანალიტიკოსმა გია აბაშიძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

აბაშიძე აღნიშნულით „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერის, ნინო ბურჯანაძის რუსეთში ვიზიტს გამოეხმაურა.

„ნებისმიერი მცდელობა საერთაშორისო ასპარეზზე, რასაც აკეთებს ჩვენი ხელისუფლება ყველა ფორმატში, რომ რაც შეიძლება მალე დაბრუნდეს ბატონი გაფრინდაშვილი სახლში, მისასალმებელია. მათ შორის, რუსეთში ბურჯანაძის ვიზიტი იქნება, თუ „პატრიოტთა ალიანსის“ .
ის, რომ რუსეთი არ ერევა საქარველოს საქმეებში, სასაცილოა. ბურჯანაძემ რუსეთში ვიზიტით გარკვეულწილად უფრო პოლიტიკური დივიდენდები მიიღო, როცა გამოუშვებენ ვაჟა გაფრინდაშვილს, ქალბატონი ბურჯანაძე განაცხადებს, რომ ეს მისი დამსახურებაა. მისი მოსკოვური ვოიაჟით, ცხადია, დაზარალდა ოპოზიციური ერთობა. იმიტომ, რომ მათი ნებისმიერი გამამართლებელი ფრაზები და სიტყვათა თამაში, ცხადია, არადამაჯერებელია. სასაცილო განცხადებებიც მოვისმინეთ, მაგალითად ქალბატონი ხოშტარიასგან, რომელიც ამბობს, იმათ ჰკითხეთ, ვინც ბურჯანაძის გვერდითააო, თითქოს, ის აღარ არის „ევროპულ საქართველოში“, – განაცხადა აბაშიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები