დიმიტრი ხუნდაძე: ჩვენ გვაქვს მცდელობა, გუნდში მივაღწიოთ შეთანხმებას
პოლიტიკური გაერთიანება “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” ცენტრალურ ოფისში უმრავლესობის სხდომის დაწყებამდე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის კაბინეტში შეხვედრა გაიმართა, სადაც საარჩევნო სისტემის საკითხზე მოლაპარაკებები მიმდინარეობდა.
შეხვედრას “ქართული ოცნების” მაჟორიტარ დეპუტატთან დიმიტრი ხუნდაძესთან ერთად ის დეპუტატებიც ესწრებოდნენ, რომლებიც მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემას უჭერენ მხარს.
დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, მთავარი ამოცანა გუნდში შეთანხმების მიღწევაა.
“გვქონდა საუბარი, მაგრამ თუ ეს შეთანხმებად გაფორმდება, უნდა იყოს უმრავლესობის ფორმატში. ჯერჯერობით ჩვენ გვაქვს მცდელობა გუნდში შიგნით მივაღწიოთ შეთანხმებას. ეს არის მთავარი ამოცანა,” – განმარტა ხუნდაძემ.
პოლიტიკური გაერთიანება “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” ცენტრალურ ოფისში უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს, რომელსაც პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ესწრება.