გრიგოლ ვაშაძე: ოპოზიცია არასოდეს არ მისცემს ე.წ. ხელისუფლებას იმის საშუალებას, რომ ამ დიალოგის ჩაშლა დაგვაბრალოს
ოპოზიცია არასოდეს არ მისცემს ე.წ. ხელისუფლებას იმის საშუალებას, რომ ამ დიალოგის ჩაშლა დაგვაბრალოს,- ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, გრიგოლ ვაშაძემ საარჩევნო სისტემაზე ოპოზიციისა და ხელისუფლების მორიგ შეხვედრასთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, ოპოზიციის სურვილია გაიგოს თუ რა სურს მმართველ გუნდს.
“რომ გითხრათ ძალიან ოპტიმისტურად ვარ-მეთქი განწყობილი მოვიტყუები. ოპოზიცია არასოდეს არ მისცემს ე.წ. ხელისუფლებას იმის საშუალებას, რომ დაგვაბრალოს ამ დიალოგის ჩაშლა. მომზადებული მივედით, პროპორციული არჩევნები არ უნდათ, მოდიფიცირებული ოპოზიციის წინადადება არ უნდათ და გვინდა გავიგოთ რა უნდათ საერთოდ”,- განმარტა ვაშაძემ.
ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლები უცხოელი დიპლომატების მონაწილეობით დღეს მორიგ შეხვედრას გამართავენ. შეხვედრა 18:00 საათისთვის არის დაგეგმილი.