ანრი ოხანაშვილი: აბსურდია თითქოს გუნდში დაპირისპირება და პრობლემებია

“ვრჩები პრინციპულად ჩემს პოზიციაზე, რომ არც პოლიტიკურ სიტუაციაში და არც სამართლებრივად არ არის მიზანშეწონილი აღნიშნულ საარჩევნო ცვლილებაზე საუბარი”, ​- ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელმა, ანრი ოხანაშვილმა ე.წ. ამერიკულ საარჩევნო მოდელთან დაკავშირებით მაჟორიტარი დეპუტატების ინიციატივაზე საუბრისას განაცხადა.
​მისი თქმით, არსებულ პოლიტიკურ სიტუაციაში და არც სამართლებრივად არ არის მიზანშეწონილი აღნიშნულ საარჩევნო ცვლილებაზე საუბარი.
„ნამდვილად ვერ გადამარწმუნებენ, ვრჩები ჩემს პოზიციაზე, რომელიც გუშინ უმრავლესობის შეხვედრაზეც გავაჟღერე, რომ მათი ეს პოზიცია ამ მოცემულობაში არ არის მიზანშეწონილი, არც პოლიტიკურად, არც სამართლებრივად. არ შეიძლება გაჯიუტება და უმრავლესობის შეხვედრის შემდგომ კიდევ იმავე პოზიციის გაგრძელება, რომ ისინი გავლენ ხალხში და ხალხს შეეკითხებიან. ძალიან კარგად ვგრძნობთ ჩვენი საზოგადოების დამოკიდებულებას და განწყობას, ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს უკვე გაჯიუტება ჰგავს. მართალია, ისინი არიან ჩვენი კოლეგები, ჩვენი მეგობრები, მაგრამ შეინიშნება ნიშნები რომ გაჯიუტდნენ და პრინციპულად მიდიან ამ პოზიციაზე. ვრჩები პრინციპულად ჩემს პოზიციაზე, რომ არც პოლიტიკურ სიტუაციაში და არც სამართლებრივად არ არის მიზანშეწონილი აღნიშნულ საარჩევნო ცვლილებაზე საუბარი. ჩვენ გადავიარეთ ერთი პერიოდი საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით, იყო აზრთა სხვადასხვაობა, გადავიარეთ ეს პერიოდი და ყველა ორიენტირებული ვართ, რომ ქვეყანაში იყოს მშვიდი სიტუაცია და ყველა მოემზადოს 2020-ის არჩევნებისთვის. ამ პოლიტიკურ მოცემულობაში კიდევ მსჯელობა და ახალი საარჩევნო სისტემის საკითხის შემოტანა, რა თქმა უნდა, არ მიმაჩნია მიზანშეწონილად. გუნდში არის პოზიციები, მესმის არიან ჩვენი კოლეგები, რომლებიც ამ პოზიციაზე დგანან, თუმცა ვფიქრობ, რომ ოპოზიციასაც არ უნდა მისცენ იმის საშუალება, ისაუბრონ, რომ პასუხისმგებლობით არ ეკიდებიან ამ მოცემულობას და არც სამართლებრივ საკითხებს. ვფიქრობ, ასე არ შეიძლება გაჯიუტება, არ შეიძლება მივცეთ საშუალება ოპოზიციას, რომ ისაუბრონ მათთან დაკავშირებით პასუხისმგებლობის გარეშე მოქმედებაზე. საფრთხილოა ასეთი მიდგომა.
​რაც შეეხება ინსინუაციებს იმასთან დაკავშირებით, რომ გუნდში დაპირისპირება და პრობლემებია, ეს არის აბსურდი, მსგავსი საკითხი არ დგას, არც საჭიროება. ჯანსაღი დისკუსია, პოლემიკა და აზრთა სხვადასხვაობა არსებობს, თუმცა ნებისმიერი სხვა გაგრძელება არის აბსურდი და სიმართლეს არ შეესაბამება“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები