“მერიან-მუშიანა ყველას ჩიზბურგერები ჩამოურიგეს” – ამბავი ვაკეში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებიდან
სოციალური ქსელის მომხმარებელი გიორგი გოგაშვილი ვაკეში, ჭავჭავაძის გამზირზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაობის დროს მომხდარი შემთხვევის შესახებ “ფეისბუქში” წერს. მან ერთ-ერთ საღამოს სამუშაოების დასათვალიერებლად მისულ მერთან და მერიის თანამშრომლებთან შეხვედრა გაიხსენა.
“სულ რაღაც რამდენიმე წუთი დავაგვიანე. ჩემთვის მივდიოდი და ბრახ, არაყიშვილის კუთხეში ხალხი იყო შეკრებილი. ვახ მეთქი რა ხდება ? ვიღაცა რაღაცას აკეთებს ? გავიხედე და შემთხვევით რამე შეკრებაზე ხომ არ მოვხვდი-თქო… იქით მუშაობა მიდის: გზების დახაზვა, აქეთ ხალხი დგას აშკარად აკვირდებიან ვინ როგორ აკეთებს საქმეს. მერე ჩემი ალკოჰოლით გაჟღენთილი ტვინი ცოტა დავალაგე. დავინახე, რომ ერთ ადგილას მერი დგას, თავისთვის მყუდროდ, მის გვერდით მერიის წარმომადგენლები არიან და ჯიგრულად მიდის ლაპარაკები. მეთქი მეც მივალ, აქვე ვცხოვრობ, მეც მათთან ერთად დავდგები, რამეზე ვილაპარაკებთ. მივედი მაგრამ ან “ნაციონალი” ვეგონე, ან ბურჯანაძის გამოგზავნილი კრემლიდან. მაქსიმალურად ვეცადე, რომ მსგავსი შთაბეჭდილება არ დამეტოვებინა, მაგრამ სასწორი “იმენა” იქით იქაჩება, საითაც არ მინდოდა. ხანდახან ფორტუნას სასწაული იუმორი აქვს. ყველაზე მაგარი… ერთი 40 წუთია ხან ვისთან ვლაპარაკობ, ხან ვისთან. გავიგე უკვე, რომ საკმაოდ კვალიფიციური ხალხი მუშაობს. ზოგი ნიუ-ორკში იყო და 40 წუთით ადრე ყრიან მარილს, რომელიც თავისით სკდება თოვლი რომ მოდის. ვიღაც გერმანიაში იყო და იქ 35 წუთით ადრე ყრიან უკვე გამსკდარ მარილს იმიტომ, რომ გერმანიას უფრო ზუსტი ამინდის პროგნოზი აქვს და ა.შ. და უცბათ მოდის მაკდონალდსის უამრავი ქაღალდის ჩანთები და ვინც კი მუშაობდა იქ მერიან მუშიანა ყველას ჯიგრულად ჩამოურიგეს ჩიზბურგერები და ალბათ ჰეფიმილებიც. ყველა ბედნიერი იყო. ყველა ბედნიერი მუშაობდა და ლაპარაკობდა, მაგრამ მე მაინც “ნაციონალი” და ბურჯანაძის გამოგზავნილი ვიყავი. მეც კი შემომთავაზეს ორმაგიჩიზბურგერი, მაგრამ მართლა არ ვჭამ მაგ საჭმელს გინდა მთვრალი ვიყო, გინდა ფხიზელი, მაგრამ მაინც მადლობა. რაღაც თემებზე ვილაპარაკეთ. ყველა ცდილობდა, რომ რაღაც უხერხული სიტუაცია არ მომხდარიყო და ხან ვინ მოდიოდა სალაპარაკოდ, ხან ვინ. “კაროჩე” კაი ხალხი და კაი “კამანდა”,-წერს სოციალური ქსელის მომხმარებელი “ფეისბუქპოსტში”.