„ანაკლის განვითარების კონსორციუმი“ სახელმწიფოსთან სამართლებრივი დავის დაწყებას არ გამორიცხავს

„ანაკლის განვითარების კონსორციუმის“ ხელმძღვანელის ლევან ახვლედიანის განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ სახელმწიფო კონსორციუმს ხელშეკრულებას შეუწყვიტავს, მათ მოუწევთ დავის სამართლებრივ სივრცეში გადატანა.

„იმისათვის რომ პროექტი წინ წავიდეს ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს, იგივეს მოვუწოდებ მთავრობასაც“, – აცხადებს ახვლედიანი.

მისივე თქმით, შექმნილ ვითარებაში ვადებზე საუბარი ძალიან რთული და არაკონსტრუქციულია.

„ვადებზე საუბარი არ არის პორტის ინტერესებში. ყველაფერს ვაკეთებთ, რომ პროექტი წინ წავწიოთ. ყველამ უნდა გადავდოთ ჩვენი პოლიტიკური ინტერესები და დავსათ შეკითხვა, რა არის მნიშვნელოვანი პროექტისთვის და შესაბამისად, ქვეყნისთვის”, – აცხადებს ახვლედიანი.

მისივე განმარტებით, პროექტის ინტერესებიდან გამომდინარე ამ ეტაპზე მას დავის დეტალებზე საუბარი არ სურს, თუმცა თუ ამის საჭიროება დადგება ამასაც გააკეთებს.

როგორც ცნობილია 16 დეკემბერს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ შიდა კაპიტალის შევსებისა და სასესხო ხელშკრულებების გაფორმების ვადა ეწურება.

როგორც დღეს ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა, არანაირი პერსპექტივა არ ჩანს იმისა, რომ კონსორციუმი პროექტის რეალიზაციისათვის ბანკებისგან 400 მილიონიანი სესხის მიღებას და 120 მილიონის საკუთარი კაპიტალის მოზიდვის შეძლებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები